ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია აცხადებს, რომ 9 ადამიანის გათავისუფლება სამხარეო პოლიციის უფროსის ავთო გალდავას დამსახურებაა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„ჩვენი გათავისუფლება არის სრულად ერთი ადამიანის და არ ვიცი, ალბათ, კიდევ მისი დამხმარე ადამიანების დამსახურება. მთელი ამ საქმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ადამიანი ჩვენს ნაცვლად დარჩა მძევლად და 9 ადამიანი მაშინვე, ადგილზევე გაგვათავისუფლეს, რადგან ბატონი გალდავა, სამხარეო პოლიციის უფროსი დარჩა ჩვენს ნაცვლად და ეს ნამდვილად არის ძალიან ღირსეული და გამბედავი ადამიანის ნაბიჯი, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობით უდგება თავის საქმეს“, – განაცხადა კვარაცხელიამ.











