ლიბანელი ხალხის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის! – ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი“.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ უმძლავრეს აფეთქებას ათობით ადამიანის გარდაცვალება და შენობების ნგრევა მოჰყვა.











