თბილისში, გვიან ღამით, „ტერაბანკის“ ერთ-ერთი ბანკომატის გატეხვას უცნობი პირი ცდილობდა.
ადგილზე დაცვის სამსახური და სამართალდამცველები დანაშაულის ჩადენამდე გამოჩნდნენ.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მხილებულია ერთი პირი, ხოლო გამოძიება 19-177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.











