fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

10:09 თებერვალი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
814
ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

თეა ახვლედიანმა 60-მდე საერთაშორისო პარტნიორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც შერიგების და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების თვალსაზრისით.

დისტანციურ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას დაეთმო. აქცენტი გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, უკანონო დაკავებებზე, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა.

საერთაშორისო პარტნიორებთან განხილული იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მიმდინარე წლის გეგმები, ამოცანები და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ხედვები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

„მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დეკემბერში წარმოდგენილი წლიური ანგარიშის შემდეგ, დღეს ჩვენი საქმიანობის შედეგად მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების თაობაზე ინფორმაცია წარვუდგინეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. უცხოელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული ხელშესახები პროგრესის თაობაზე.

ეს შეხვედრა იმ თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული მიმართულებებით მიღწეული შედეგები განპირობებულია სწორედ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის გზით.

ამ შეხვედრაზე ჩვენ სამომავლო გეგმებზეც ვიმსჯელეთ, დავსახეთ მიმდინარე წლის ამოცანები და თანამშრომლობის კონკრეტული გზები. ბუნებრივია შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო დღესდღეობით არსებული სირთულეებისა და გამოწვევების განხილვას და მათზე მსჯელობას, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გათვალისწინებით.

ამ თვალსაზრისით დიდი დატვირთვა ჰქონდა ამ შეხვედრას, სადაც ხაზი გაესვა კიდევ ერთხელ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის და შემდგომი ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობას. შეხვედრისას საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისადმი მტკიცე მხარდაჭერა“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

თეგები: თეა ახვლედიანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დროებით აღმართულ კედლებსა და ფიზიკურ ბარიერებს ვუპირისპირდებით სამშვიდობო ინიციატივებითა და გაზრდილი ძალისხმევით – თეა ახვლედიანი

აგვისტო 8, 2021
872
პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებები, კიდევ ერთი გამოხატულებაა უკანონო ოკუპაციის

ივნისი 10, 2021
788
რეგიონები

თეა ახვლედიანი: „ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის“

მაისი 20, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია