თელავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური გაიზარდა.
მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციით, დღეიდან, 1 მარტიდან, მგზავრობის ღირებულება 2 ლარით მოიმატებს.
„მაქსიმალურად ვცდილობდით ფასი არ გაგვეზარდა, მაგრამ საწვავის ღირებულება კატასტროფულად იზრდება. მაღალია კონკურენციაც, ტაქსებიც მოძრაობენ და კერძო პირებიც ეხმარებიან ერთმანეთს გადაადგილებაში. ჩვენ, ფაქტიურად შემოსავლის გარეშე დავრჩით. სხვა გამოსავალი არ იყო“,- განაცხადა ერთ- ერთმა მძღოლმა, რადიო ჰერეთთან.
დღემდე, სამარშრუტო მიკრო ავტობუსებით, თბილისიდან თელავის მიმართულებით მგზავრობა 8 ლარი ღირდა.
ჯერჯერობით, სოფლების მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური უცვლელი რჩება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











