ცივი იარაღის მუქარით თელავში, მაღაზიიდან თანხა გაიტაცეს.
ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს, რომლის მფლობელი ყურბან თემურ ოღლია, ორი უცნობი პირი თავს დაესხა და იარაღის მუქარით მაღაზიის მფლობელს, 50 ლარი გასტაცა.
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მაშინვე მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, სავარაუდო ბრალდებულები მომხდარიდან ცოტა ხანში დააკავეს.
მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, სამინისტროში დაზუსტება მიმდინარეობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











