თეთრი სახლის აპარატის უფროსს მარკ მედოუსს და ტრამპის საარჩევნო კამპანიის პოლიტტექნოლოგ ნიკ ტრეინერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მედოუსის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით CNN-ი წერს.
აშშ-ში კორონავირუსის 10 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 236 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.











