“მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წამოვწიეთ, უპირველეს ყოვლისა ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი. თუ პირველ რიგში ეს ორი ადამიანი არ გათავისუფლდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და ხვალ რაღაც სურათი ალბათ. გამოიკვეთება“, – განაცხადა მინაშვილმა.











