“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, დასავლეთი ოპოზიციისგან მოქმედებებს ელოდება, რის შემდეგად გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დასავლეთი ოპოზიციისგან ელოდება მოქმედებებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს. თუ ჩვენ ახლა მხოლოდ დასავლეთის იმედზე ვიქნებით და სახლში ვისხედით, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა. საჭიროა აქტიურობა, ხალხის მასების დაძვრა საერთო მიზნისკენ და დასავლეთის რეაქცია არ დააყოვნებს“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, 16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.











