პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლდიერი, გოგი წულაია ხელისუფლებას მიმართავს. როგორც წულაია ამბობს, ხელისუფლებას არჩევნებით შანსი აქვს ოპოზიციაში მაინც დარჩეს, სხვა შემთხვევასი უახლოეს მომავალში გაქრება.
„მართალია „ქართულ ოცნებას“ მათზე ჭკვიანი არავინ ჰგონია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვეუბნები. ამით ეძლევათ შანსი, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და როგორც ოპოზიცია დარჩნენ. არ იზამენ ამას? რამდენიმე თვის მერე მიიღებენ ისე, როგორც მოქალაქეთა კავშირი აღარ არსებობს დღეს, ისე არ იქნებიან. ამიტომ შიგნით თუ ვინმე გონიერია, მიიღეთ გადწყვეტილება და ჩაატარეთ არჩევნები“,- განაცხადა გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერე დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











