თუ რიგგარეშე არჩევნებზე რაღაც ფორმულით მხარეები შეთანხმდნენ, მოვუწოდებდი კიდეც მელიას, რომ გადაიხადოს გირაო, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არასიცოცხლისუნარიანია და შეიძლება ოპოზიცია არც იყოს საჭირო მათ “დასამხობად”.
“თუ რიგგარეშე არჩევნებზე რაღაც ფორმულით მხარეები შეთანხმდნენ, მოვუწოდებდი კიდეც მელიას, რომ გადაიხადოს გირაო. მესმის მისი პოლიტიკური დემარშის მიზანი და არ ვაკრიტიკებ. თუ მისი ამოცანა იყო, რომ რაღაც შეცვლილიყო ქვეყანაში და რიგგარეშე არჩევნები მიღწეულ იქნა, გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს, შედეგი ხომ მიღწეული იქნება. ქუჩაში დარჩება ოპოზიცია თუ შევა, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია. შეუძლებელია ეს სახელისუფლებო დაჯგუფება იყოს დიდი ხნით სიცოცხლისუნარიანი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაც სუსტია და დიდი პრობლემები აქვს, ესენი ვერ მართავენ ქვეყანას. მარტივად შეიძლება „ნამახვანჰესსაც“ გადაყვნენ და ოპოზიცია არ იყოს საჭირო ისე დაემხოს ეს ხელისუფლება. მელიას დაკავებაც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ჩვენი ხელისუფლება ქვეყანას მართავს რუსული მოდელით“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.











