პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ის და ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების” „შეჯანჯღარებას” შეძლებენ.
„თუ შევალთ პარლამენტში ქართულ ოცნებას, დამიჯერეთ, შევაჯანჯღარებთ, ორი კაცი. ორი კაცი ვიქნებით მაქსიმალურად აქტიური და შეჯანჯღარებაში ითვლება, რომ ჩვენს დღის წესრიგს აუცილებლად შევქმნით… შედეგს მიაღწევ იმ შემთხვევაში, თუ ხარ უმრავლესობაში. მაგ ლოგიკით, საერთოდ არ აქვს პარლამენტში შესვლას აზრი”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის” ეთერში.










