თუ ვნახავთ ან დარბევას ან ამ დაპატიმრებების სერიის გაგრძელებას, ბუნებრივია, დავაანონსებთ დიდ აქციას და ამას ექნება გაცილებით დიდი რეზონანსი, ვიდრე აქვს დღეს, – ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„გადაკეტილი გვაქვს ყველა შესაძლო გზა, საიდანაც შეიძლება მოხვდეს კუთვნილი სპეცტექნიკა ხეობაში და უზრუნველვყოფთ ამ ადგილების ბლოკირებას. თუ ვნახავთ ან დარბევას ან ამ დაპატიმრებების სერიის გაგრძელებას, ბუნებრივია, დავააანონსებთ დიდ აქციას და ამას ექნება გაცილებით დიდი რეზონანსი, ვიდრე აქვს დღეს,” – განაცხადა გოლეთიანმა.










