თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, ოფიციალური ანკარა მტკიცედ გმობს აშშ-ის მიერ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
„ნატოს წევრი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება ის ნაბიჯია, რომელიც მოკავშირეებს შორის ნდობას ძირს უთხრის. ეს გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმაა იმ ღირებულებებზე, რომელზეც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი დგას“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.











