თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესხებ უცხოური მედია წერს. ვიდეოკონფერენციაზე შეთანხმებას ხელი თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრებმა მოაწერეს.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სრულ სპექტრს მოიცავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საქონლის ბრუნვა გაიზრდება. დიდი ბრიტანეთი თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია“, – აღნიშნა თურქმა მინისტრმა.











