თურქეთის დასავლეთ ნაწილში9 მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განაცხადეს.
„ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა 92 ადამიანი. საავადმყოფოებში მკურნალობას გადის 147 დაშავებული. გრძელდება სამძევრო-სამაშველო სამუშაოები იზმირში 5 საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში“ – ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 1323 ე.წ. ავთერშოკი მოჰყვა.










