ევროპა კოვიდის მიმართ იმუნიტეტს, სავარაუდოდ, ივლისისთვის გამოიმუშავებს,- ამის შესახებ ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„მოდით, ავიღოთ სიმბოლური თარიღი: მაგალითად 14 ივლისისთვის ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ მივაღწიოთ ჯოგურ იმუნიტეტს. ვიცით, რომ პანდემიის დასამარცხებლად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს და ეს არის ვაქცინაცია. ქვეყნებს ვაქცინები უკვე მიეწოდებათ“,- განაცხადა ბრეტონმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსით 123 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.











