ხუნდაძე და წილოსანი უშლიდნენ. ახლა აღარ არის მათი გუნდის წევრი და გაეხსნა გიორგის ხელ-ფეხი, – ასე ეხმაურება „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.
„ტყუილია, რომ ბიძინა უშლიდა ხელს გახარიას სწორი რეფორმების გატარებაში. პირიქით, ეხმარებოდა როგორც შეეძლო. ხუნდაძე და წილოსანი უშლიდნენ. ახლა აღარ არის მათი გუნდის წევრი და გაეხსნა გიორგის ხელ-ფეხი. უბრალოდ, სამწუხაროა რომ ბიძინა წავიდა პოლიტიკიდან და ვეღარ დაეხმარება. არ გვიმართლებს რა,“ – წერს ზურა ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.











