აშშ-ის პრეზიდენტსა და ჯო ბაიდენს შორის საბოლოო დებატები გაიმართა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3,5 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ჯო ბაიდენმა 3,5 მილიონი დოლარი მიიღო რუსეთისგან და ეს პუტინისგან წამოვიდა. ბაიდენს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის ყოფილ მერთან. გავა დრო და ამ ფულის გამო ახსნა-განმარტების გაკეთება მოგიწევთ. მე რუსეთისგან ფული არასდროს მიმიღია. რუსეთის მიმართ ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა, არავინ ყოფილა ჩემზე მკაცრი სანქციების დაწესების კუთხით“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.











