ტრამპმა იცის, რომ გიჟია, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა. ინფორმაციას Thehill-ი ავრცელებს.
„არ მაინტერესებს, თუ რას უწოდებს ხალხს. მან იცის, რომ გიჟია. ეს აშკარაა. გულწრფელად ვამბობ, მე მას ბევრ ყურადღებას არ ვაქცევ. ვფიქრობ, ეს მართლაც სამწუხარო მდგომარეობაა. მასზე არც ვფიქრობ, სიმართლე გითხრათ“, – აცხადებს პელოსი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პელოსის ხშირად მოიხსენიებს, როგორც „გიჟ ნენსის“.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – Trump VS Biden – აშშ ახალი პრეზიდენტის მოლოდინში











