პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ცესკოს სისტემიდან შემოთავაზებულ კანდიდატებს ნდობის მოპოვება გაუჭირდებათ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში საზოგადოების ნდობა და შემდეგ პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის ოპოზიციის ნდობაც ექნება. როდესაც იმავე სისტემიდან გვთავაზობენ ადამიანებს, ასეთი ნდობის მოპოვება მათ გაუჭირდებათ.
როცა ცესკო- ს თანამშრომლებს გვთავაზობენ თავმჯდომარედ, მის მიმართ ფართო ნდობის მოპოვება შეუძლებელი იქნება. პოლიტიკური პარტიების ნდობა მათ ვერ ექნებათ, რადგან სისტემის მიერ შემოთავაზებულები არიან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ ხუთი შეარჩია.









