საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცესკოს შენობასთან, პოლიციის მიერ მომიტინგეთა მიმართ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს.
“აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე”, – წერია აღწერაში, რომელიც თან ახლავს უწყების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერს.











