fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წინა ხელისუფლებიდან გადმოგვეცა სიღარიბის ძალიან მაღალი  მაჩვენებელი – ირაკლი კობახიძე

10:58 სექტემბერი 23, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
898
ნახვა

„საზოგადოებამ დაინახა, რომ პანდემიის დროს ხელისუფლება იყო ძალიან ეფექტიანი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, თავიდან აგვერიდებინა ის პრობლემები, რაც პანდემიით იყო გამოწვეული. საუბარია,  როგორც სამედიცინო მხარეზე, ისე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე“, – განაცხადა  ტვ „იმედის“ ეთერში „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს იმ ეკონომიკური ზიანის ერთ  წელიწადში სრულად აღმოფხვრას, რაც პანდემიის დროს მიიღო.

„ჩვენზე დიდი ზიანი მიიღო ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ  და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ჩვენი ამოცანა იყო ზიანის მინიმუმამდე დაყვანა, რაც მოვახერხეთ სხვადასხვა ინტერვენციის საშუალებით. ეს იყო სოციალური დახმარებები და ბიზნესისთვის გაწეული დახმარება. რა თქმა უნდა, ეს ზიანს სრულად ვერ გაანეიტრალებს.  წინასწარი პროგნოზით, -5% -ით დაასრულებს ჩვენი ქვეყანა მიმდინარე წელს, რაც ბუნებრივია, არის მძიმე და, რა თქმა უნდა, ეს მოქალაქეების მდგომარეობაზეც უკვე აისახა და აისახება, თუმცა  ეს ზიანი მინიმალურია. ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში 10% -ზე მაღალი იყო რეცესია და  ეკონომიკური ვარდნა.

ჩვენი ამოცანაა მომავალი წლის ბოლომდე სრულად აღვადგინოთ ის მდგომარეობა, რაც პანდემიამდე გვქონდა. ეს არის აბსოლუტურად რეალური, რაზეც მეტყველებს წინასწარი შეფასებები, რაც აქვს სავალუტო ფონდს ანუ  უკვე 2021 წლის ბოლომდე ჩვენ ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულს დავუბრუნდებით, რაც გვქონდა პანდემიის დაწყებამდე, ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მილიარდობით გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა, რაც თითოეულ მოქალაქეზე აისახება. ეს რადიკალურად შეამცირებს სიღარიბის დონეს საქართველოში.

ჩვენ მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებიდან გადმოგვეცა სიღარიბის ძალიან მაღალი  მაჩვენებელი. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ეს იყო 30%, რაც ნიშნავდა 1 150 000 ადამიანს, ვინც ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. მაშინ სამივე  ტელევიზია იყო მონოპოლიზებული  ხელისუფლების მიერ და წარმოჩენილი იყო სიცრუე, რადგან იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტელევიზიები კი  სულ სხვა სურათს  აჩვენებდნენ. ჩვენ  ეს მაჩვენებელი დავიყვანეთ 730 000-მდე. ეს იყო პანდემიის დაწყებამდე მდგომარეობა. შეიძლება აქაც იყოს რაიმე ნეგატიური ტენდენცია, თუმცა ჩვენ დავუბრუნდებით იმ მაჩვენებელს, რაც გვქონდა პანდემიამდე და შემდეგი 3 წლის განმავლობაში შეგვიძლია რადიკალურად შევამციროთ სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ პოზიტიური, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძეპანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჯანმო: არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან

დეკემბერი 8, 2021
848
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
805

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია