საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე გარეჯის სადავო ტერიტორიის რუკას აქვეყნებს და განმარტავს:
„წითლად აღნიშნულია, კომისიის ფარგლებში შეთანხმებული სასაზღვრო ზოლი, სადაც კოორდინატების სიზუსტემდე განსაზღვრულია ხაზი. მწვანე კი 1400 მ. სიგრძის მონაკვეთია, სადაც პრინციპული შეთანხმებაა, რომ ხაზი გაივლის ქედზე, ოღონდ დასაზუსტებელია კოორდინატები, – “საზღვრის ამ უბანზე საზღვრის ხაზი შეუთანხმებელია. მხარეებს არ გააჩნიათ აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საზღვარი გადის ქედზე” – წერია შესაბამის ოქმში.

ნახაზზე წითელი ოთხკუთხედით მონიშნულია უდაბნოს მონასტრის კელიების დაახლოვებითი მდებარეობა. ლურჯად აღნიშნულია, სად გადის საზღვარი K-38 რუკის მიხედვით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა კომისიას“, – წერს მამა ანდრია.











