პარტიის „ევროპული საქართელო“ დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ცნობილია. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ლიდერი გიგი უგულავა „ტვ პირველთან“ აცხადებს.
გიგი უგულავა საკუთარ თავს სამეგრელოს ოლქში განიხილავს, აჭარაში პარტიამ შესაძლოა ტარიელ ნაკაიძის კანდიდატურა წარადგინოს, ხოლო გურიაში ხათუნა გოგორიშვილი.
„დავიწყებთ კონსულტაციებს სხვა პარტიებთანაც, იმისათვის რომ მაქსიმალურად გვამსხვილოთ ეს კანდიდატები.
ხულოს ოლქში, რომელშიც შედის ქედა, შუახევი და ხულო გვქონდა საუბარი ტარიელ ნაკაიძესთან.
მე ვფიქრობ სამეგრელოში ფოთი სენაკი ხობის ოლქზე ან მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა ამ ორი ოლქიდან ერთ-ერთზე.
გურიაში შეიძლება ჩვენგან იყოს ხათუნა გოგორიშვილი.“ – განაცხადა ტვ პირველთან საუბრისას გიგი უგულავამ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.











