წყალტუბოში, თერნალის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძარი სავარაუდოდ, გაზქურის აფეთქებამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად სამზარეულოში მყოფი ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დამხარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, დაშავებულს მძიმე დაწვრობა აქვს მიღებული.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.











