Twitter-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ცნობილი ჰაკერი, პეიტერ ზატკო დანიშნეს, რომელსაც ზედმეტსახელად მაჯს ეძახიან. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
ზატკოს განცხადებით ის Twitter-ის „საინფორმაციო უსაფრთხოებას დაიცავს, უზრუნველყოფს პლატფორმის მდგრადობას და მანიპულაციებს აღკვეთავს“.
შეგახსენებთ, რომ Twitter-ზე ერთ-ერთი ცნობილი ჰაკერული თავდასხმა 2020 წლის ივლისში მოხდა. მაშინ კიბერდამნაშვეების სამიზნე ცნობილი ადამიანების, მათ შორის ამერიკელი მილიარდერების ილონ მასკის, ბილ გეითსის პირადი გვერდები იყო.











