Twitter-მა ტრამპის კიდევ ერთი ტვიტი „სოციალური ქსელის წესების დარღვევად“ მიიჩნია. საუბარია დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერილ შემდეგ ტექსტზე:
„სანამ მე თქვენი პრეზიდენტი ვარ, ვაშინგტონში ავტონომიური ზონა არასდროს არ იქნება. თუ ისინი ამის მიღწევას შეეცდებიან, მათ სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდებათ“,- წერს ტრამპი.
https://twitter.com/realDonaldTrump/status/1275409656488382465?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1275409656488382465%7Ctwgr%5E&ref_url=https%3A%2F%2Fptn.primetime.ge%2F%3Fp%3D6370
თუმცა, სოციალურ ქსელს პრეზიდენტის განცხადება არ წაუშლია, რადგან როგორც მითითებულია „ის შესაძლოა, საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენდეს“.
მომხმარებლებს არ შეუძლიათ, შეაფასონ ან კომენტარი გაუკეთონ ტრამპის აღნიშნულ განცხადებას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპის ტვიტებმა ქსელის ასეთი რეაქცია დაიმსახურა. კერძოდ, სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ასევე წაშალა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდზე საუბრობდა.
ასევე, Twitter-მა დოლანდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის შემცველად მიიჩნია და დააჰაიდა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ეს განცხადება ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება, სადაც დემონსტრანტებმა აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდება სცადეს და წმინდა იოანეს ეკლესიაზე საღებავით დააწერეს „შავი სახლის ავტონომიური ზონა“. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სიეტლშიც, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ტერიტორია „ავტონომიურ ზონად“ გამოაცხადეს.











