„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. უდუმაშვილის თქმით, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებისთვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მორიგი ტყუილი, თითქოს ჩვენ 12:00 საათის შემდეგ ვაპირებთ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.
იქ დღის 12:00 საათზე ტექნიკური ჯგუფი მივა, რომელმაც სცენა უნდა ააწყოს. ისეთ საჩუქარს ნამდვილად ვერ გავუკეთებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენი ხალხი დღის 12:00 საათიდან რუსთაველზე დავაყენოთ და უბნები საჩუქრად დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“. ამას ნამდვილად არ გავაკეთებთ. ჩვენ საბრძოლველი გვაქვს უბნებზე და უნდა დავიცვათ ყველა ის ხმა, რომელიც ჩავარდება ოპოზიციურ ყულაბაში. ვისაც სურვილი ექნება, მოვიდეს რუსთაველის გამზირზე და ჩვენთან ერთად თვალყური ადევნოს იმ პროცესებს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თურმე ოპოზიცია ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის. ეს იყო საბოლოო აზრი. წარმოიდგინეთ სანამდე მივიდა ფანტაზია, რომ ხელისუფლება ამბობს, ოპოზიცია აპირებს არჩევნების გაყალბებას. ვის შეიძლება დააჯერო ეს, რომ ოპოზიცია რაიმე ბერკეტი გააჩნია არჩევნების გაყალბების.











