უკრაინაში 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები Pfizer-ით ვაქცინაციას შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს
გამოცემის ინფორმაციით, აცრის საშუალება ექნებათ არასრულწლოვნებს, რომელთაც რომელიმე მძიმე დაავადება აქვთ, მიემგზავრებიან ქვეყანაში, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია ან, სხვა სახელმწიფოში, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს.
ბავშვები იმუნიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ იქამდე ოჯახის ექიმს მიმართავენ ან პედიატრისგან ექნებათ დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ, კონკრეტული პირისთვის, ვაქცინაცია საფრთხის შემცველი არ იქნება.










