“კანონის განხილვის სივრცე არის საქართველოს პარლამენტი, ჩვენ უკრაინაში ვერ ვივლით ჩვენი კანონების შესათანხმებლად, საკონსულტაციოდ ევროკავშირი გვაკმაყოფილებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, აღნიშნა.
„ოპოზიციის იმ ნაწილმა, თავისი მდიდარი გამოცდილება ამოიღო არქივიდან, თუ როგორ აყალბებდა სამაგიდო სიებით არჩევნებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ 2012 წლის შემდეგ აბსოლუტური სიზუსტით არის ასახული ამომრჩევლის რაოდენობა და საარჩევნო სიები, რომელიც ამავდროულად არის დასურათებული. კარუსელი არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მსუყე მექანიზმი იყო წინა და იმის წინა ხელისუფლების, 2012 წლიდან კი დამატებითი სიები საერთოდ აღარ არსებობს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.











