ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ პანდემია დასრულდება.
„ვაქცინის კვლევასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეების წყალობით, ამ ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება. ახლა რეალური იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა სხვა ზომებთან ერთად პანდემიის დამარცხებაში დაგვეხმარება“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
"With the latest positive news from vaccine trials, the light at the end of this long, dark tunnel is growing brighter.
There is now real hope that vaccines – in combination with other tried and tested public health measures – will help to end the #COVID19 pandemic"-@DrTedros
— World Health Organization (WHO) (@WHO) November 23, 2020











