„უცნაურია, ადამიანმა დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და არ უხსნიან უფლებამოსილებას. იმის გამო, რომ ნიკა მელიასთან სჭირდებათ ამ გადაწყვეტილების მიღება, ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ნიკა მელიას საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ასე შეწირული კრავებივით ვერ წაიყვანენ ან თავისი ფეხით ოპოზიციონერები არ ეახლებიან. ოღონდ აქცენტი არ არის გადატანილი ფიზიკურ წინააღმდეგობაზე. უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ნიკა მელიას ძალით წაიყვანენ. წაიყვანონ, ასე გადავწყვიტეთ, რომ ასე ჯობია“,- განაცხადა ბობოხიძემ.










