fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უნდა მოვემზადოთ კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღისთვის – ჯანმოს რეგიონალური დირექტორი

09:01 ივნისი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
817
ნახვა

ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო – შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა, სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს კლუგემ გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე მომაკვდინებელი ტალღისთვის, რადგან „კოვდ-19“-ის პანდემია დასრულებული არ არის.

მისი თქმით, „ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა“.

ექიმი კლუგე აცხადებს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია კორონავირუსის შემთხვევების კლება არ ნიშნავს, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება.

მისი თქმით, ევროპაში ეპიდემიის ეპიცენტრს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილი წარმოადგენს.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მზარდია რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში.

იგი ქვეყნებს ურჩევს, აღნიშნული დრო გამოიყენონ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები გააძლიერონ, ასევე გაზარდონ საავადმყოფოების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები.

„სინგაპურმა და იაპონიამ დასაწყისშივე გააცნობიერეს, რომ ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა.

სწორედ ამას აკეთებენ სკანდინავიური ქვეყნები – ისინი არ გამორიცხავენ მეორე ტალღას, თუმცა იმედოვნებენ, რომ მის ლოკალიზებას და სწრაფად გადალახვას შეძლებენ“, – განაცხადა კლუგემ.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ინტერვიუში განაცხადა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა შესაძლოა, სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიებს დაემთხვეს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო – შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა და სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ.

ორი წლის წინ ჩვენ გვყავდა 500 ათასი ბავშვი, რომლებსაც წითურას საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჰანს კლუგე ასახელებს იმ ქვეყნების კატეგორიას, რომლებსაც მეორე, გაცილებით მომაკვდინებელი ტალღა დაატყდებათ თავს.

„ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ პანდემიების დროს ქვეყნებს, რომლებიც არ დაზარალდნენ ადრეულად, შესაძლოა, მეორე ტალღა დაატყდეთ თავს“, – ამბობს ჰანს კლუგე „ტელეგრაფთან“ საუბარში.

ექიმი კლუგეს თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის ან ვაქცინის არარსებობა ნიშნავს, რომ შეზღუდვების ნებისმიერი მოხსნა უნდა მოხდეს სიფრთხილით და ეტაპობრივად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის თქმით, პანდემიამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტი.

„ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ჯანდაცვა ეკონომიკური კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალაა, თუმცა სინამდვილეში, სადაც არ არის ჯანმრთელობა, არ არის ეკონომიკა“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

„ეს არის გაკვეთილი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა იმსახურებს ადგილს დღის წესრიგის სათავეში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

თეგები: მეორე ტალღაჯანმოჰანს კლუგე

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჯანმო: არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან

დეკემბერი 8, 2021
847
მსოფლიო

ჰანს კლუგე: კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს

დეკემბერი 8, 2021
823
მსოფლიო

ჯანმო „ომიკრონი“ ვარიანტის გადაცემის შესახებ დამატებით ინფორმაციას რამდენიმე დღეში მიიღებს

დეკემბერი 2, 2021
1.5k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია