უნგრეთმა რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა. უნგრეთი გახდა პირველი ევროკავშირის ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა მიიღო. ამის შესახებ ინფრმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის ფარმაკოლოგიისა და საკვების ეროვნულმა ინსტიტუტმა დროებითი რეგისტრაცია მიანიჭა რუსულ Sputnik V-სა და შვედურ-ბრიტანულ AstraZeneca-ს ვაქცინას.
უნგრეთში რუსული ვაქცინის შეტანა თებერვლიდან დაიწყება.
უნგრეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 354 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, 11,5 ათასზე მეტი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.











