ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ველოდი, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დასრულებული არ არის.
„დეტალებში ვერ შევალ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა. ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ველოდი. ჯერჯერობით დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. ხდება საკითხების განხილვა. კონკრეტულ ბიულეტებზე, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, ვერაფერს გეტყვით. არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინ არის”,- განაცხადა ჯაფარიძემ. .











