„ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნებიან ის წარმატებული პოლიტიკოსები თუ აღმასრულებლები, რომლებმაც თავიანთი საქმით და მოღვაწეობით დაამტკიცეს საკუთარი თავის ეფექტურობა“,- ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას ექსპერტმა გია აბაშიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იყოს.
„არ არის გამორიცხული, რომ სიაში იყვნენ გახარია, წულუკიანი და სხვები. პირველი ათეული ის ადამიანები არიან, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადადიან.
ცხადია, მოლოდინი მაქვს, რომ გახარია სიის პირველი ნომერი იქნება, როდესაც გამარჯვებული პარტია იგებს, ის აყალიბებს მთავრობას და ალბათ, „ქართული ოცნება“ პირველ ნომერს, პრემიერს დაავალებს მთავრობის ჩამოყალიბებას. არც ის არის გამორიცხული, რომ გახარია ოცეულში არ იყოს, მას ეკავოს 21 ან 25 ადგილი და მას მაინც დაევალოს მთავრობის ჩამოყალიბება.
უცნაურობა არ იქნება თუ ივანიშვილი პარლამენტში შევა რიგით დეპუტატად, თუმცა არც არის გამორიცხული, რომ იგი კვლავ პარლამენტის მიღმა დარჩეს .
როგორც აბაშიძე აცხადებს, “ქართულ ოცნებას” პროპორციულ სიაში მისი შეყვანა ჯერ არ შეუთავაზებია.
„რაც შეეხება ჩემს თავს, მე ვაგრძელებ მუშაობას „იმედში“ და თუ იქნება შემოთავაზება, რასაკვირველია, გასაჯაროვდება, მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ყოფილა“,- განაცხადა აბაშიძემ.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის ოცეულს 10 დღეში წარადგენს.









