ვაქცინაციის დასაჩქარებლად გერმანია რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენებას განიხილავს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ბავარიის ლიდერის განცხადებით, ქვეყანამ რუსული და ჩინური ვაქცინების დამტკიცების საკითხი უნდა განიხილოს.
ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის თქმით, ის მზად არის ამ ქვეყნების ვაქცინის გამოყენებაზე, თუ მათ ევროკავშირის მარეგულირებელი კომისია დაამტკიცებს.











