ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.
განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ტელეგრამის“ არხით გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში შეიარაღებული თავდასხმა „ხალიფატის ჯარისკაცმა“ განახორციელა.
ცნობისთვის, ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. მოკლულია თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ერთზე კი ძებნა კვლავ მიმდინარეობს. სროლების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 კი დაიჭრა.











