ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Guardian-ი ავსტრიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერმა დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. მეხუთე გარდაცვლილი თავდამსხმელია. სროლის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. მოკლულია თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ერთზე კი ძებნა კვლავ მიმდინარეობს.











