ვენესუელას პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინას საერთო მოხმარებისთვის არ დაამტკიცებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, ამის მიზეზი ადამიანებზე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტებია.
ცნობისთვის, მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ადამიანთა ნაწილს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდათ. თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული არაა არსებობს თუ არა რეალურად ვაქცინასა და გვერდით ეფექტებს შორის კავშირი.
რა ვიცით AstraZeneca-ს ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში შემოიტანეს – მიმოხილვა











