რამდენი წელია ვლაპარაკობ ეკონომიკასა და ლარზე, მაგრამ ალბათ ყურადღებით არ მისმენთ. ბევრი დრო და ყურადღება არ მჭირდება. ეკონომიკაზე ვილაპარაკებ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ვიქნები ჩამოკიდებული ამაზე – თქვა გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და ძელზე ჩამოეკიდა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს არასწორი მმართველობის ფორმა. ამიტომ შეუძლებელია ამ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შემოვიდეს ფული. ფული თუ არ შემოვიდა, ეკონომიკა არ განვითარდება, თუ ეკონომიკა არ განვითარდა, ქვეყანა იქნება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის…
რამდენი დრო დასჭირდა ძელზე ჩამოკიდებულ გირჩის ლიდერს ეკონომიკაზე სალაპარაკოდ, ნახეთ ვიდეოში.











