ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, სასწრაფო დახმარების კიდევ ერთი ჯგუფი შევიდა.
„პრაიმტაიმის“ კორესპონდენტის ცნობით, რომელიც ადგილზე მუშაობს, ტერიტორიაზე შეინიშნება შსს-ის ქვედანაყოფების სიმრავლე.
ასევე რამდენიმე წუთის წინ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შევიდა პოლიციის მანქანა, თუმცა მძღოლს გააფრთხილეს, რომ შემოსაზღვრული ტერიტორიის შიგნით ავტომობილისთვის ციმციმა უნდა გამოერთო.
კონკრეტულად რა მოქმედებები ხორციელდება ამჟამად შსს-ში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია











