“პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა, ჩვენ გვაქვს წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენჯერმე უკვე განვაცხადეთ. ერთი ის, რომ ბუნდოვანებაა ამნისტიის ნაწილში, სადაც ამნისტია გულისხმობს სამართალდამცველების და საჯარო მოხელების მხრიდან ძალადობის გამოყენების ამნისტირებას და ამაზე პატიებას, რაც მიუღებელია ჩვენთვის”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
“ასევე, ადგილობრივ არჩევნების შედეგზე ვადამდელის მიბმა და იმ რეფორმების ნაწილის გატარების ვადებს, რომელიც არის სასამრთლო და საარჩევნო რეფორმაში .
მთავრი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე ჩვენს მიერ იყო დასმული, სანამ არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს. თუ მოხდება უპირობოთ გირაოს გარეშე ნიკას გათავისუფლება, ეს გახსნის დამატებით სივრცეს და რესურს მოლაპარაკების.
იცით ჩვენი და ნიკა მელის პოზიცია, გირაო, რომელზეც საუბრობს “ოცნება” ეს არ არის გირაო, ეს არის პოლიტიკური გამოსასყიდი და ნიკა მელიამ არ თქვა უარი შეგუებოდა უსამართლობას, რომ მერე გადაეხადა პოლიტიკური გამოსასყიდი ან მისი გათავისუფლებით ევაჭრა და შემდეგ ამით ამნისტირება მომხდარიყო მოძალადე პოლიციელის ან თანამდებიბის პირების. ეს მისი ცალსახა პოზოციიაა. ამიტომ პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია, რომ გადაიდგას, რომ მოლაპარაკების სივრციე გაიხსნას ეს არის ნიკა მელიას გათავისუფლება” , – განაცხადა მინაშვილმა.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელს, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.











