დღეს, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა.
150 დეპუტატიდან სხდომათა დარბაზში 119 იყო. მათგან პროექტს 115-მა დაუჭირა მხარი, 3 კი, წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
პირველი მოსმენისგან განსხვავებით პროექტს მხარი „ევროპულმა საქართველომ“ არ დაუჭირა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, კენჭისყრაში მონაწილეობა კვლავ არ მიიღო.
წინააღმდეგი:
ბიძინა გეგიძე;
ალექსანდრე ერქვანია;
კახაბერ ოქრიაშვილი.
თავი შეიკავა:
ნატო ჩხეიძე.
ნახეთ პოლიტიკური შეფასებები:
- მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა
- „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და ანტიდასავლური ძალა – კობახიძე
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება – თალაკვაძე
- კანონპროექტს საფრთხე აღარ ემუქრება – თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტში მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ორშაბათს უყრიან.










