ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განამრტებით, კორონავირუსის ვაქცინა მათაც უნდა გაიკეთონ, ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვისაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, მაგრამ ჩვენთან პროტოკოლის მიხედვით, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს გასული სამი თვე. ანუ, ვისაც ახალი გადატანილი აქვთ ვირუსი, მათ ვაქცინაცია აღარ მოუწევთ.
რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ. როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, ჯერ ეს მონაცემები არ არსებობს, მაშინ გადახედავს მწარმოებელი თავის პროტოკოლს და ჩვენც უკვე სხვანაირად განვავრცობთ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში 9 დაწესებულება აკმაყოფილებს პირობებს, რომლებიც „ფაიზერის“ ვაქიცინისთვის არის საჭირო











