ვიზიარებ ავსტრიელი ხალხის მწუხარებას, – სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვენაში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„ჩვენი ლოცვა ავსტრიელ ხალხთან არის. მთიანი ყარაბაღი უკვე თვეზე მეტია, რაც აზერბაიჯანულ-თურქული ტერორისტული ტანდემის წინააღმდეგ იბრძვის. ვიზიარებ ავსტრიელი ხალხის მწუხარებას, დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ფაშინიანი.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო.
Our prayers are with the people of Austria. #NagornoKarabakh has been fighting against the Azerbaijani-Turkish terrorist tandem for over a month now. I share the grief of the people of Austria, wish patience to the families of the victims, and a speedy recovery to those wounded.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) November 3, 2020











