პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების რესურსი არსებობს. მისივე თქმით, ვიწროპარტიული ინტერესები ყველა პარტიამ გვერდზე უნდა გადადოს.
„ზუსტად იმიტომ, რომ ვხედავ შეთანხმების რესურსს, მჯერა, როგორც კი მოლაპარაკების ყველა მონაწილე დაინახავს რამხელა საფრთხის წინაშე ვდაგავართ, მთელი ქვეყანა, როგორც კი ჩვენ ამას დავინახავთ, მე დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ვიწროპარტიული ინტერესები, ავიღო პასუხისმგებლობები, შეიძლება, ყველამ რაღაც დავთმოთ, რაღაც დავკარგოთ, მაგრამ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც საბოლოო ჯამში, ყველასთვის მისაღები იქნება” – აცხადებს რაქვიაშვილი.











