რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზადაა თანამდებობაზე ახალი ვადით იყაროს კენჭი, თუ კონსტიტუაციაში შესაბამის შესწორებას მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„არ გამოვრიცხავ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუ კონსტიტუციაში ცვლილებები შევა. ამას ვნახავთ. ჩემთვის ჯერ არაფერი გადამიწყვეტია“,- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთში საყოველთაო კენჭისყრა გაიმართება 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით -კონსტიტუციაში შემოთავაზებული ცვლილებების შეტანის შესახებ, მათ შორის იმ ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც პუტინს 2024 წელს პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, შეუძლია ამავე თანამდებობაზე ახალი ვადით კენჭი კვლავ იყაროს.











