fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

WHO: არცერთ მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, ღირს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება

22:33 მაისი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერი სიდარტა სანკარ დატა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, ღირს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.

სიდარტა სანკარ დატამ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის მომზადების ხარისხი მაღალი იყო.

„პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოს. მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის. მათ ეს პროცესი ვაქცინების ჩამოსვლამდე დაიწყეს. ვაქცინაციისთვის ქვეყნის მომზადების ხარისხი მაღალი იყო. მათ შეაფასეს, რისი გაკეთება იყო საჭირო და როგორ უნდა მომხდარიყო პროცესის წარმართვა. ამიტომ როდესაც ვაქცინა ჩამოვიდა, ქვეყანა უკვე მზად იყო. საქართველო იყო კოვაქსის პროგრამაში, რაც ვაქცინის მისაღებად გადამწყვეტი იყო და ჩვენ ვთხოვდით ყველა ქვეყანას, რომ ამ პროგრამაში ჩართულიყო…ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ვნახოთ, რას გვასწავლის ვაქცინაციის პირველი ფაზა, რათა განვსაზღვროთ, რისი გაკეთებაა საჭირო მომდევნო ეტაპზე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ყველგან ერთნაირი მიდგომა არ მუშაობს. საქართველოს შემთხვევაშიც კი, არსებობს რეგიონები, სადაც თბილისისგან განსხვავებული სტრატეგიით ვმოქმედებთ. ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში ფართოვდება, აუცილებელია თბილისის ყველა გაკვეთილის გათვალისწინება“, – განაცხადა სიდარტა სანკარ დატამ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, არ არსებობს მონაცემები, რომელიც „სინოფარმის“ ვაქცინის 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენების ეფექტს აჩვენებს, თუმცა ვინაიდან „სინოფარმი“ დამზადებულია უკვე კარგად ცნობილი ტექნოლოგიით და ვაქცინამ აჩვენა ეფექტურობა შედარებით ახალგაზრდა მოქალაქეებში, დიდი ალბათობით, ანალოგიური ეფექტი ექნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

„ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რომელიმე ვაქცინას აძლევს საგანგებო გამოყენების ავტორიზაციას, ის სწავლობს მონაცემებს, რომლებსაც მას აწვდის ვაქცინის მწარმოებელი. ასე მოხდა „სინოფარმის“ შემთხვევაშიც და თქვენ მართალი ბრძანდებით, როდესაც ამბობთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს მონაცემები, რომელიც „სინოფარმის“ ვაქცინის 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენების ეფექტს აჩვენებს, მაგრამ რადგან „სინოფარმი“ დამზადებულია უკვე კარგად ცნობილი ტექნოლოგიით და ვაქცინამ აჩვენა ეფექტურობა შედარებით ახალგაზრდა მოქალაქეებში, ამიტომ დიდი ალბათობით, „სინოფარმს“ ანალოგიური ეფექტი ექნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ამის გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაფიოდ ამბობს, რომ ამ ვაქცინის 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენება შეზღუდული არ არის. სხვა ვაქცინები, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ, ახალი ტექნოლოგიებით არის შექმნილი და ამიტომ აუცილებელი იყო ამ ვაქცინების ყველა ასაკობრივი ჯგუფში გამოცდა. დღეს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, ღირს თუ არა ვაქცინის გაკეთება. „სინოფარმის“ ვაქცინით მოქალაქეების აცრა მიმდინაროებს საქართველოში. მთავრობა პასუხისმგებლიანად იქცევა, ეროვნულმა მარეგულირებლებმა შეისწავლეს ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მწარმოებლის მიერ გასაჯაროვებული მონაცემები. მოქალაქეები უნდა ენდონ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს“, – აღნიშნა სიდარტა სანკარ დატამ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახანგრძლივდა კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის, „სინოვაკის“ ავტორიზაციის პროცესი, სიდარტა სანკარ დატას განმარტებით, ვაქცინების მწარმოებლების მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიწოდებული მონაცემების შესწავლას დრო სჭირდება.

თეგები: ვაქცინაციაჯანმო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 660 ადამიანი აიცრა

დეკემბერი 9, 2021
855
მსოფლიო

ჯანმო: არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან

დეკემბერი 8, 2021
848
მსოფლიო

კვლევა: AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების Moderna-ს ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს

დეკემბერი 8, 2021
832

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია